ჟურნალმა Forbes-მა 2018 წლის ყველაზე გავლენიანი ქალების სია გამოაქვეყნა. გასაკვირი არავისთვისაა, რომ პირველ ორ ადგილს გერმანის კანცლერი ანგელა მერკელი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი იკავებენ.

მესამე ადგილზეა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტენ ლაგარდი, მეოთხეზე გენერალ მოტორსის ხელმძღვანელი მერი ბარა, მეხუთეზე კი ამერიკელი ბიზნესვუმენი აბიგაილ ჯონსონი.

ძლევამოსილი ქალების სიაში მოხვდნენ პოლიტიკოსები, ეკონომისტები, ტექნოლოგები, ფილანტროპები, ასევე მსახიობი და მომღერალი ქალები. Forbes-ის პირველი ათეული არიან:

  1. ანგელა მერკელი;
  2. ტერეზა მეი;
  3. კრისტენ ლაგარდი;
  4. მერი ბარა;
  5. აბიაგილ ჯონსონი;
  6. მელინდა გეიტსი;
  7. სუზან ვუჯეცკი;
  8. ანა პატრიცია ბოტინი;
  9. მერილინ ჰევსონი;
  10. ჯინი რომეთი.

23-ე და 24-ე ადგილზე არიან დედოფალი ელიზაბეტი და ივანკა ტრამპი. მათ სიაში რამდენიმე პოზიციით უსწრებს და მე-20 ადგილს იკავებს ამერიკელი ტელეწამყვანი ოპრა ვინფრი.

48-ე ადგილზეა მოდის ინდუსტრიის ყველაზე გავლენიანი სახე ანა ვენტური, რომელიც ამ სიაში 15 პოზიციით უსწრებს ლიეტუვას პრეზიდენტს დალია გრიბაუსკაიტეს. პოპ მუსიკის ყველაზე თვალასჩინო წარმომადგენლები ბიონსე და ტეილორ სვიფტი კი 50-ე და 68-ე ადგილებზე არიან.