ავტომობილების მფლობელებისთვის მუდმივი გამოწვევაა მანქანის გაფუჭებული ნაწილების შეცვლა, მისი შეკეთება, ავტოინსპექტირებისთვის მომზადება, გარეცხვა და სხვ. იშვიათად აქვს ადამიანს ხალისი, რომ უამრავი დრო გამოყოს ამ პროცედურებისთვის.

თუ თქვენც მათ სიაში ხართ, ვისაც მუდმივად აღელვებს ეს გამოწვევები და კვირების განმავლობაში გასარეცხი მანქანით დადიხართ, პარალელურად კი გაფუჭებული ნაწილის უცნაური ხმაური გაწუხებთ, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს.

წარმოიდგინეთ, რომ დღეიდან ვინმემ გითხრათ - დაივიწყეთ ეს რუტინა, თქვენს მანქანას ჩვენ მივხედავთო. ქარში, თოვლში და წვიმაში, ნებისმიერ დროს - თქვენს მაგივრად წავალთ ხელოსანთან და მანქანას ჯანმრთელს დაგიბრუნებთო. მოგწონთ ეს იდეა?

უკვე 5 თვეა საქართველოს ავტოსერვისის ბაზარზე ინოვაციური ქართული სტარტაპი შემოვიდა, რომელიც ყველა მანქანასთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას აგაცილებთ თავიდან. Caru-ს ინოვაციურობა იმაშია, რომ მომხმარებელს საშუალებას აძლევს მისი ავტომობილის შეკეთება გამოცდილ ადამიანებს გადააბაროს.

Caru არის პლატფორმა, რომლის საშუალებითაც თქვენ შეგიძლიათ დაიქირაოთ ავტოასისტენტი - ადამიანი, რომელიც წაიყვანს თქვენს ავტომობილს, შეაკეთებს, გარეცხავს, ზეთს გამოუცვლის, ტექდათვალიერებისთვის მოამზადებს და დაგიბრუნებთ თქვენთვის სასურველ მდგომარეობაში.

როგორ უნდა ვისარგებლოთ Caru-ს სერვისით?

ამ შემთხვევაში ყველაფერი ძალიან მარტივია. პირველ რიგში, შედიხართ საიტზე და იძახებთ ასისტენტს. ავტოასისტენტი მოდის თქვენს მითითებულ დროსა და ადგილზე. შემდეგ კი, იბარებს ავტომობილს და მიყავს ხელოსანთან. ადგილზე მისული ავტო-ასისტენტი მანქანას უკეთებს დიაგნოსტიკას, გირეკავთ, გეუბნებათ თუ რა სჭირდება თქვენს ავტომობილს და რა დაჯდება მისი შეკეთება. თქვენი თანხმობის შემთხვევაში კი აკეთებს რასაც ეტყვით. ბოლოს კი, გიბრუნებთ ავტომობილს თქვენთვის სასურველ მდგომარეობაში.

Caru-ს სერვისით უკვე ასეულმა ადამიანმა ანდო ავტომობილი შესაკეთებლად და კლიენტთა კმაყოფილების 100%-იანი ნიშნული უჭირავს. კომპანიის ფეისბუქ გვერდზე მომხმარებლები აღფრთოვანებას სხვადასხვა ემოციური პოსტებით გამოხატავენ და Caru-ს პროფესიონალური სერვისისთვის მადლობას უხდიან.

"საქართველოში ავტომფლობელებს მანქანის მოვლა ძალიან ძვირი უჯდებათ, ჩვენ კი ვაპირებთ, რომ ეს დანახარჯი 70%-ით შევამციროთ. ჩვენ არ ვართ არცერთი ავტო-სერვისის წარმომადგენლები, ჩვენ ვართ ავტომფლობელების წარმომადგენლები ყველა ავტოსერვისთან!", - ამბობს ნიკა აბაშიძე, Caru-ს დამფუძნებელი.