SpaceX-ის მისია, რომელსაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე საკვები, საწვავი და სხვა საჭირო ნივთები უნდა აეტანა, ერთი დღით გადაიდო.

მაშინ, როდესაც ინჟინრები მღრღნელების ექსპერიმენტს კაფსულაში ათავსებდნენ, მათ აღმოაჩინეს, რომ თაგვების საკვები ჩხირები დაობებული იყო, აღნიშნული ინფორმაცია NASA-მ გუშინ გამართულ კონფერენციაზე გაავრცელა.

Falcon 9, ბორტზე არსებული 40 თაგვით კეიპ კანავერალის საჰაერო ბაზიდან 4 დეკემბრის დილას უნდა გაშვებულიყო, თუმცა, NASA-ს თქმით, მათ შეზღუდულ დროში თაგვის დაობებული საკვების ახლით ჩანაცვლება ვერ მოახერხეს.

მისია საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჯამში 2 540 კილოგრამ ტვირთს აიტანს, რომელთა შორის არის მღრნელების ექსპერიმენტიც, რომლის მიზანიც დაბერების მექანიზმებისა და ასაკით გამოწვეული დაავადებების შესწავლაა.

"ადამიანებსა და სამოდელო ორგანიზმებში კოსმოსში ყოფნით გამოწვეული ცვლილებები სწრაფი დაბერებისთვის დამახასიათებელ პროცესებს წააგავს. ამ ექსპერიმენტის საშუალებით შევძლებთ უკეთ გავიგოთ როგორ ვითარდება სხვადასხვა იმუნური, ძვლოვანი და კუნთოვანი დაავადებები. ამ ყველაფრის შედეგად კი შესაძლოა მკურნალობის ახალი მეთოდების შემუშავებაც შევძლოთ", - აცხადებენ მკვლევარები.

გუშინ SpaceX-მა კიდევ ერთი გაშვება განახორციელა, რომლის დროსაც Falcon 9-მ ორბიტაზე 64 პატარა სატელიტი გაიყვანა.