ნაციონალური მოძრაობის წევრი, პოლიტიკოსი ნიკა რურუა 50 წლის ასაკში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, პოლიტიკოსი ოჯახის წევრების თანდასწრებით, სავარაუდოდ, გულის შეტევით არის გარდაცვლილი. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

ნიკა რურუა საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიიდან. ასევე იკავებდა კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის თანამდებობას. მისი ინიციტივით დაარსდა საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი.

პარლამენტის წევრობისას იყო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, ასევე ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე.