23 წლის ნორვეგიელი სპორტსმენი ადა ჰეგერბერგი პირველი ქალი ფეხბურთელია, რომელმაც წლის საუკეთესო ფეხბურთელი ქალის ტიტული და ჯილდოდ ოქროს ბურთი მიიღო. თუმცა, კარიერის ამ მნიშვნელოვან წუთებში მისთვის პროფესიული კითხვა არ დაუსვამთ.

ამის ნაცვლად, ცერემონიის წამყვანმა და დიჯეიმ, მარტინ სოლვიგმა, ადას ჰკითხა, იცოდა თუ არა თვერქინგი [უკანალით ცეკვა] და ჯიდლოს აღსანიშნავად, თუ აპირებდა მის შესრულებას.

"არა", - უპასუხა ადამ, რომელსაც გამომეტყველება კითხვის მოსმენისთანავე შეეცვალა. მან დიჯეის ზურგი აქცია და ჯილდოს ასაღებად გაემართა.

მოგვიანებით სოლვიგმა ტვიტერზე ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ მან ადასაც აუხსნა, რომ მისი სიტყვები "ხუმრობა" იყო.

დაჯილდოება სამ დეკემბერს საფრანგეთში გაიმართა. კაცების კატეგორიაში იგივე ჯილდო ლუკა მოდრიჩმა აიღო. პრიზის მიებისას, მას ჰკითხეს, თუ როგორ გრძნობდა თავს.