ბაზარზე სტარტაპერებისთვის ახალი საინტერესო ელ-კომერციული პლატფორმა გამოჩნდა. თუ აქამდე წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა დამოუკიდებლად, ტექნიკური ცოდნის გარეშე ონლაინ მაღაზიის შექმნა და ვიცოდით, რომ საქართველოში Facebook-დან გაყიდვა შეუძლებელი იყო - ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.

UniSHOP ყველაზე მარტივი და მოსახერხებელი გადაწყვეტილებაა მათთვის, ვისაც სურს ონლაინ გაყიდოს პროდუქტი ან სერვისი. მისი დახმარებით თავიდან აიცილებთ ონლაინ რეალიზაციის დაწყებამდე არსებულ დროში გაწელილ პროცედურებს, მაგ.: დეველოპერების გუნდის დაქირავება, დომენის შეძენა, ჰოსტინგის შეძენა, დიზაინის აწყობა, ონლაინ გადახდების ინტეგრაცია და ა.შ. UniSHOP-ის საშუალებით ამ ყველაფრის მოსაგვარებლად უკვე სულ რამდენიმე წუთია საჭირო.

როგორ შევქმნათ საკუთარი ონლაინ მაღაზია:

  • რეგისტრირდები ვებგვერდზე: unishop.ge, შეგყავს მხოლოდ მაღაზიის სახელი, შენი მეილი და პაროლი.
  • ავტომატურად იღებ ქვე-დომენს, ან სურვილის შემთხვევაში აქვე იძენ ან გადმოგაქვს სასურველი დომენი;
  • აბამ შენს Facebook Page-ს და პირველად საქართველოში ყიდი პირდაპირ Facebook-ზე და იღებ ონლაინ გადახდებს;
  • აწყობ მაღაზიის დიზაინს დამოუკიდებლად და ძალიან მარტივად. ტვირთავ პროდუქციის ფოტოებს, ვიდეოს, აღწერას და ფასებს;
  • ონლაინ გადახდების ჩართვაც მარტივია: რეგისტრირდები UniPAY.com-ზე როგორც ბიზნესი, გვიკავშირდები და ძალიან მოკლე დროში მზად ხარ UniPAY Checkout გადახდების მისაღებად საკრედიტო ბარათებით (VISA, Mastercard, AMEX), ელექტრონული საფულით (UniPAY Wallet) და პირველად საქართველოში QR კოდითაც კი (QR Pay);
  • შეგიძლია მხოლოდ მობილური აპლიკაციით მართო შენი ონლაინ მაღაზია - დაამატო ან ამოიღო პროდუქტები, მიუთითო ფასები, შეცვალო პარამეტრები, აკონტროლო მარაგები, შეამოწმო შეკვეთები რეალურ დროში ნებისმიერ დროსა და ადგილას...
  • შესაძლებელია მიუთითო ადგილზე მიტანის სხვადასხვა მეთოდი ან მომხმარებლებს მისცე საშუალება თვითონ მოაკითხონ პროდუქტს;
  • შესთავაზე მომხმარებლებს ფასდაკლება ან პრომო აქციები - ეს ფუნქცია უკვე ინტეგრირებულია შენს ონლაინ მაღაზიაში.
  • გეძლევა შესაძლებლობა, გამოიყენო 14 დღიანი უფასო საცდელი ვერსია, გამოსცადო უნიშოპის ფუნქციონალი და დაიწყო გაყიდვა ონლაინ.

UniSHOP მსოფლიოში კარგად ცნობილი ელ-კომერციული პლატფორმის - Ecwid-ის პარტნიორია. Ecwid 175 ქვეყანაში 1.5 მილიონ ონლაინ მაღაზიას ემსახურება. უნიშოპი Ecwid-თან ერთად ქართულ ბაზარზე ავითარებს ისეთ სწრაფ მოდულებსა და ხელსაწყოებს, რომელიც სტარტაპერს აძლევს საშუალებას იაფად და მარტივად გასტარტოს ონლაინ მაღაზია და ასევე მიიღოს ონლაინ გადახდები პირდაპირ Facebook-ზე.