ალასკაზე შვიდი მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, გარდა ამისა, არის ცუნამის საშიშროებაც. აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი შტატის ყველაზე უმსხვილესი ქალაქ ანკორიჯიდან 11 კილომეტრში იყო.

მიწისძვრის შემდეგ იყო რამდენიმე ბიძგიც, მათ შორის, ერთი 5,7 მაგნიტუდის. ანკორიჯში 300 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ხოლო მის შემოგარენში 100 ათასი. მიწისძვრას უკვე გამოეხმაურა არგენტინაში დიდი ოცეულის სამიტზე მყოფი აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.

ჯერჯერობით უცნობია მიწისძვრის შედეგად დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია. თუმცა სტიქიამ დაანგრია გარკვეული ინფრასტრუქტურა, მათ შორის, დაზიანდა გზები.