საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის მეილის სავარაუდო გატეხვასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევით.

გიგაურმა ფეისბუქზე დაწერა, რომ Google-სგან მიიღო შეტყობინება, რომ სახელმწიფო მისი მეილის გატეხვას ცდილობს:

"სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ დამიკავშირდნენ საგამოძიებო ორგანოები და ცდილობენ ამ ამბის გარკვევას. ამბობენ, რომ მათ ეს არ გაუკეთებიათ. მაგრამ მაინც იდოს ეს აქ ისტორიისთვის", — წერს გიგაური.