ელენ დეჯენერესის შოუს დარბაზში, მაყურებლად მოხვედრა ძალიან რთულია, თუმცა ხანგრძლივი ლოდინი ამად ნამდვილად ღირს, რადგან წამყვანმა ნამდვილად იცის, როგორ გააბედნიეროს თავისი ფანები.

მაგალითად, რამდენიმე თვის წინ შეუდარებელმა ტელეწამყვანმა, თავისი გადაცემის დარბაზში დამსწრე მაყურებლებს ერთი მილიონი დოლარი აჩუქა.

წინასაახალწლოდ კი, ელენმა გადაწყვიტა ფანები კიდევ ერთხელ გაეხარებინა და მათ, არც მეტი, არც ნაკლები ახალი აიფონები დაურიგა.