საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის განცხადებით, საქართველოში არჩევნების პერიოდი ცოტა რთულია, რადგან დამარცხებულმა მხარემ დღემდე არ ცნო სალომე ზურაბიშვილი გამარჯვებულად. ამის შესახებ პატრიარქმა აშშ-ს ახლადდანიშნულ ელჩთან, როს უილსონთან შეხვედრისას განაცხადა.

საპატრიარქოს ცნობით, აშშ-ს ელჩმა განაცხადა, რომ დემოკრატია გამარჯვებას და დამარცხებას გულისხმობს, შესაბამისად ლიდერებმა, რომლებიც თავისი პარტიის გრძელვადიან წარმატებაზე ზრუნავენ, ეს უნდა აღიარონ.

"მე ასევე ვურჩიე საქართველოს მთავრობასაც, რომ მათ უნდა გაითვალისწინონ ის რეკომენდაციები, რაც გასცა საერთაშორისო ორგანიზაციებმა და მოახდინონ იმ ხარვეზების აღმოფხვრა, რაც არსებობდა. რა თქმა უნდა, ვთვლი, რომ მნიშვნელოვანი და აუცილებელია ყველამ პატივი სცეს არჩევნების შედეგებს და აღიარონ გამარჯვებულის გამარჯვება", — განაცხადა ელჩმა.

ილია მეორემ 23 ნოემბერს სამების საკათედრო ტაძარში მისულ პრეზიდენტობის კანდიდატებს, სალომე ზურაბიშვილს და გრიგოლ ვაშაძეს მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ ორივე მათგანი გამარჯვებასაც და დამარცხებასაც ღირსეულად შეხვდებოდნენ.