ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და ხარვეზებზე საუბრობს. საელჩოში ამბობენ, რომ იზიარებენ სადამკვირვებლო მისიების შეშფოთებას სახელმწიფო რესურსების ერთი მხარის სასარგებლოდ გამოყენებაზე.

აშშ-ს საელჩო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, აღმოფხვრას ყველა ის ხარვეზი, რაც ეუთოსა და სხვა დამკვირვებლის მიერ იყო გამოვლენილი. მათივე თქმით, მზად არიან დაეხმარონ ამ გამოწვევაში.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე მთავრობის მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს თითქმის 400 000 ხმით მოუგო.