ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს არჩეულ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობის გაგრძელებას ელის. ამის შესახებ დეპარტამენტის პრესსპიკერმა ბრიფინგზე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შეფასებისას განაცხადა:

"ამერიკის შეერთებული შტატები ველით არჩეულ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობისა და საქართველოსთან ჩვენი პარტნიორობის გაგრძელებას მნიშვნელოვან ორმხრივ და რეგიონულ საკითხებში, მათ შორის არის, ჩვენი საიმედო თანამშრომლობა უსაფრთხოების საკითხებში და საქართველოს კონტრიბუცია ავღანეთის მისიაში", — განაცხადა პრესსპიკერმა.

ცესკოს წინასწარი შედეგებით, ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი ხმების 59,52%-ის საქართველოს მეხუთე და პირველი ქალი პრეზიდენტი ხდება.

ამავე თემაზე: