მხოლოდ ქართულის შესარჩევი ეტაპი, რომელმაც თითქმის მთელი საქართველო მოიცვა, დასრულდა და ფინალურ ათეულში გადასული კონკურსანტების ვინაობაც ყველასათვის ცნობილია.

გიორგი კელაპტრიშვილი, გიორგი ნარმანია, გიორგი ცხადაძე, გუგა მარგველაშვილი, ვაკო კრაწაშვილი, ვიოლეტა მგალობლიშვილი, მარიშკა კერესელიძე, მზიკო ფარტენაძე, ნოდარიკო ხუციშვილი, ნუცა თოფურია - ეს იმ იღბლიანი კონკურსანტების სრული ჩამონათვალია, რომელთაც მომავალ ორშაბათს, უკვე რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში მოვუსმენთ.

სანამ შოუს გადამწყვეტი ეტაპი დაიწყება, მხოლოდ ქართულის მონაწილეებმა ერთმანეთთან შეთამაშებაც მოასწრეს. მოუსმინეთ, როგორ მღერიან ისინი ინოლა გურგულიას სიმღერას.

ამ ათეულიდან უკვე გყავთ თქვენი ფავორიტი მომღერალი?