12 კითხვა, რომელიც მსოფლიოს ამერიკელებთან აქვს
დღეს ისეთი დღე გაგვითენდა, რომ გადავწყვიტეთ არც ერთი საქმე აღარ გადავდოთ, ყველაფერი დროულად გავაკეთოთ და იმ კითხვებზეც მოვითხოვოთ პასუხები, რომლებიც დიდი ხანია გვაწვალებს!
გასაკეთებელი საქმეების სიაში პირველ რიგში ამერიკელების მიმართ არსებული კითხვებია, რომლებზეც პასუხის გაცემაზეც დიდი ხანია უარს ამბობენ ოცნებების ქვეყნის მაცხოვრებლები.
ასე რომ, თუ სანაცნობოში ან სანათესაოში ამერიკელი ან ამერიკაში მცხოვრები ნათესავი გყავთ, გთხოვთ გაუზიაროთ ეს სტატია და იმ კითხვებზე, რომლებიც ძილს გვიფრთხობს, პასუხების პოვნაში დაგვეხმაროთ.
მაშ ასე:
1. რატომ აქვს ყველა შტატს თავისი კანონები და წესები?
მაგალითად, თუ კოლორადოელი ადამიანი თავისი შტატის ფარგლებში თავისუფლად მოიხმარს მარიხუანას, რატომაა, რომ იქვე მდებარე შტატებში, მაგ. კანზასში და ტეხასში, ამის გამო შეძლება ციხეში მოხვდე?
2. რატომ ემატება ისედაც არსებულ გადასახადს კიდევ ზემოდან სხვა გადასახადი?
მაგალითად: ყიდულობ მაღაზიაში ფოტოაპარატს, რომლისთვისაც გამიზნული გაქვს ის 250 დოლარი, რომელიც მასზეა მითითებული. თუ ამერიკელი არ ხარ და ქვეყნის მარტივ წესებშიც დიდად ვერ ერკვევი, შეიძლება პირდაპირ გადახდისას აღმოაჩინო, რომ ნივთის ღირებულებას დამატებით 23 დოლარი ემატება.
და თუ მაინცდამაინც, ეს დამატებითი ფასი რომ უკვე არსებულ ფასში შედიოდეს და პირდაპირ იხდიდე საფასურს, ბევრად მარტივი არ იქნებოდა?
3. რატომ არ შეუძლია დიდს ბავშვის მენიუს აღება რესტორანში?
ძალიანაც რომ გინდოდეს, ამერიკის ზოგ რესტორანში მსუბუქად ჭამის საშუალებას არ მოგცემენ და როგორც არ უნდა გიზიდავდეს ფრი და ბურგერი ბავშვის მენიუდან, თუ უკვე გაზრდილი ხარ, სხვა რამის აღება მოგიწევს.
თუმცა, ამ შემთხვევაში გამოსავალი არსებობს: უკვე ნაჭამი ბავშვი წაიყვანეთ რესტორანში, შეუკვეთეთ საბავშვო მენიუ და რადგანაც ვეღარ გაუმკლავდება, მიმტანს მისი შეფუთვა მოსთხოვეთ.
4. რატომაა ტუალეტის საკეტთან ამხელა ადგილი?
იმისთვის, რომ შიგნით მყოფებს გარეთ მიმდინარე მოვლენები არ გამორჩეთ, თუ - პირიქით?!
5. რატომ იყიდება აფთიაქში სასმელები?
წესით, აფთიაქი ჯანსაღი ცხოვრებისკენ არ უნდა მოგვიწოდებდეს?!
6. საიდან გაჩნდა თქვენს სამზარეულოში ღომი?
და ამ Grits-ად წოდებულ ღომს რატომ ჭამთ ბეკონთან და შავ პურთან ერთად?
7. რა მნიშვნელობა აქვს, კოლეჯში ვინ თამაშობს კარგად ფეხბურთს?
და ამ ყოჩაღი მოთამაშეების მოსაზიდად რატომ ნიშნავენ უნივერსიტეტები სტიპენდიებს...
8. რატომ წერთ ჯერ თვეს, მერე დღეს და მერე წელს?
ძალიან მარტივად შეიძლება აერიოს ბრიტანელ გამომძიებელს ამერიკელის ბლოკნოტში ჩანიშნული 5 ივნისი 6 მაისში.
9. რატომ ართულებთ ცხოვრებას ფარენჰეიტის, ინჩისა და ფუნტის ერთეულების შემოღებით?
ის არ გეყოფათ, მთელი მსოფლიო რომ სხვადასხვა ქვეყნის ვალუტის ოდენობას დოლარში კონვერტაციით იგებს?
10. რა საჭიროა ამდენი ბალიში?
ამერიკულ საძინებელში იაპონელ მინიმალისტებს ალბათ კოშმარები შეაწუხებთ. და მაინც, რა საჭიროა საწოლზე ექვსი ცალი სხვადასხვა ზომის ბალიში, თუ ძილის დროს მაინც ძირს უნდა გადმოყარო? ალბათ, საჩხუბრად.
11. რატომ არ ხმარობთ ელექტრომადუღარებს?
თუ სითხიან ჭიქას მიკროტალღურში შედგამ, როგორც წესი, ჭიქა ცხელდება, სითხე კი - არა.
12. და ბოლოს, რატომ არ ცვლით პრეზიდენტის არჩევის წესს?
ალბათ გახსოვთ, რომ 2016 წელს ჰილარი კლინტონმა 2,8 მილიონით მეტი ხმით მოუგო დონალდ ტრამპს, თუმცა რადგან პრეზიდენტს შტატების მიერ არჩეული 538 წევრიანი კოლეგია ირჩევს, მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი ქვეყნის პრეზიდენტი 2020 წლამდე დონალდ ტრამპი იქნება.
ჰოდა.
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
გადახედვააპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი აპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
გადახედვაკგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო კგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
გადახედვაჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე
-
-
გადახედვაზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს
-
-
-
გადახედვაკობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე კობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე
-
-
გადახედვასაოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე
-
გადახედვა25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს 25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს
-
გადახედვაემინემმა 16-წლიანი სიფხიზლის აღსანიშნად ინსტაგრამზე მონეტის ფოტო გააზიარა ემინემმა 16-წლიანი სიფხიზლის აღსანიშნად ინსტაგრამზე მონეტის ფოტო გააზიარა
-
კომენტარები