საფრანგეთმა ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. აღნიშნული განცხადება საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

"საფრანგეთი მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს ახლადარჩეულ პრეზიდენტთან, ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული ურთიერთობების კიდევ უფრო გასაძლიერებლად. ახლადარჩეულ პრეზიდენტს შეუძლია იქონიოს ჩვენი იმედი, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერის კუთხით", — ნათქვამია საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

2003-2004 წლებში სალომე ზურაბიშვილი საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო.

ცესკომ ხმების 100 პროცენტი დათვალა და წინასწარი მონაცემებით, 59,52%-ით საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდება. 73 საარჩევნო ოლქიდან ზურაბიშვილმა 71-ში გაიმარჯვა. ის დამარცხა საზღვარგარეთის საარჩევნო ოლქებში, მათ შორის, პარიზში.