ლაგოდეხში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმდებარე ტერიტორიაზე გასროლა მოხდა. როგორც ლაგოდეხის ენმ-ს წევრმა, ნიკა ნოზაძემ On.ge-ს განუცხადა, გასროლა მანქანიდან განხორციელდა.

ნოზაძე ამბობს, რომ როდესაც მათი მხარდამჭერები ოფისში მიდიოდნენ და ოქმები მიჰქონდათ, ქართული ოცნების კოლონამ სიარული დაიწყო და მაშინ მოხდა გასროლაც. ნოზაძის თქმით, მათ პოლიცია გამოიძახეს, რათა დაეფიქსირებინათ ტყვიის მასრები, რომელიც გზაზე ეყარა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ ინციდენტთან დაკავშირებით 1997 წელს დაბადებული პირი შეაჩერეს. შსს-ს განმარტებით, მან ე.წ სასტატრო იარაღიდან ჰაერში რამდენიმე გასროლა განახორციელა.

შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. შსს-ს თქმით, აღნიშნული პირი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.