ავღანეთის ორივე საარჩევნო უბანზე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა.

ბაგრამის უბანზე ვაშაძემ მიიღო 366, ხოლო ზურაბიშვილმა 316 ხმა მიიღო. მაზარი-შარიფის უბანზე ვაშაძემ მიიღო 86, ხოლო ზურაბიშვილმა - 46.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ორივე უბანზე დიდი სხვაობით მოიგო მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭრილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა.