ცენტრალური საარჩევნო კომისია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების პირველად მონაცემებს დაახლოებით სამ საათში, ღამის 2 საათზე გამოაქვეყნებს. ამის შესახებ On.ge-ს უწყების პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განუცხადა.

ცესკოს პირველად შედეგებამდე On.ge-ს წინასწარ შედეგებს აქვეყნებს, რომელიც მათივე ვებგვერდზე ატვირთულ ოქმებს ემყარება.

ბოლო მონაცემებით [23:10], 3 705 უბნიდან On.ge-მ 532 (14,36%) დათვალა. ამ დროისთვის სალომე ზურაბიშვილი ხმების 61,56%-ით ლიდერობს, გრიგოლ ვაშაძეს კი მხოლოდ 38,44% აქვს.