საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში იმ უბანზე გაიმარჯვა, სადაც გრიგოლ ვაშაძემ მისცა ხმა. ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძეს 32 ხმის სხვაობით აჯობა.

ქუთაისში, საფიჩხიის 22-ე საარჩევნო უბანზე, რომელიც გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო უბანია, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა 359 ხმა მიიღო, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა 391 ხმა.

ფოტო: ანუკა ლიპარიშვილი / On.ge

პირველ ტურში ამავე უბანში გრიგოლ ვაშაძემ ზურაბიშვილს 122 ხმის სხვაობით მოუგო. ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს პირველ ტურში 22-ე უბანზე 321-მა ადამიანმა მისცა ხმა, ხოლო ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს 199-მა.

ცესკოს მონაცემების გამოქვეყნებამდე, არჩევნების შედეგებისთვის Live რეჟიმში თვალისდევნება On.ge-ზე შეგიძლიათ.