ტელეკომპანიების რუსთავი 2-სა და იმედის ეგზიტპოლის შედეგებით საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. ამ დრომდე მედიის წარმომადგენლები მის საარჩევნო შტაბთან არიან მისულები. თუმცა, ამ დრომდე არაა მისი პოზიცია ცნობილია.

როგორც ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადებამდე რამდენიმე წუთით ადრე გახდა ცნობილი, მედიას სალომე ზურაბიშვილის შტაბში ყოფნის უფლება არ ექნებოდა. გადაწყვეტილების მიზეზი ჟურნალისტებისთვის არ განუმარტია სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურს.

მედიასთან ეგზიტპოლის შედეგები შეაჯამეს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ და იმ პარტიის ლიდერებმა, რომელიც სალომე ზურაბიშვილს უჭერენ მხარს.

სალომე ზურაბიშვილი პირველი ტურის შემდეგ

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამოკვეთის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი მედიისთვის ხელმიუწვდომელი გახდა. ვერმოგებულ არჩევნებს ორდღიანი მდუმარება მოჰყვა. საპრეზიდენტო კანდიდატი არ გამოჩნდა. პასუხების მისაღებად ჩასაფრებულ ჟურნალისტებს კი ზურგი აქცია და განუცხადა "როცა დავაპირებ, გეტყვით".

მართალია, მალევე განაცხადა, რომ ბრძოლას აგრძელებდა, თუმცა მედიასთან სულ რამდენჯერმე გამოჩნდა და ძირითადად ოფიციალურ შეხვედრებს ესწრებოდა. ზურაბიშვილი მის გასაპრეზიდენტებლად გადადგმულ ნაბიჯებს შორიდან აკვირდებოდა და შეფასებისგანაც იკავებდა თავს. ოკუპირებულ სოფელ ატოცშიც ჩავიდა და კრიტიკოსების პასუხად რუსული აგრესია დაგმო. შემდეგ განაცხადა, რომ მას და მის ოჯახს სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებოდნენ და არასამთავრობოებს შეახსენა, რომ ყურადღების მიქცევა მათი საქმეა.

გამოირჩეოდა ფეისბუქგვერდზე. დაესწრო ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მატჩს და ქართველი მორაგბეებს ჰიმნი უმღერა თბილისიდან ფლორენციაში. ამ პერიოდის განმავლობაში არჩევნების მეორე ტურზე და შესაძლო გაპრეზიდენტებაზე თითქმის არ უსაუბრია. ბილბორდებიდან მისი ფოტოს გაქრობის შემდეგ ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა: "ყველგან ვარ, სადაც უნდა ვიყო" და ისევ უპასუხო კითხვები დატოვა.

ზურაბიშვილის განცხადებებს აგვისტოს ომზე განხილვა მეორე ტურშიც მოჰყვა. კანდიდატს ყოფილი სამხედროები დაუპირისპირდნენ და წამოიწყეს კამპანია "არა მოღალატეს". პასუხად ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ქართულ ჯარს მიმართა. უთხრა, რომ ერთიანობის გარანტი იქნება, რათა ჯარის მხრიდან სახელმწიფოს მიმართ ერთგულების ხელყოფა არ მოხდეს. აქვე აღნიშნა, რომ სახელმწიფოებრივი ამოცანაა ჯარის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა.

მეორე ტურის წინ ზურაბიშვილმა უარი თქვა დებატებზეც. ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ ევროპული კამპანიის ნაცვლად, ცილისწამება და მუქარა მიიღო. სამაგიეროდ, დათანხმდა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუს, რომელიც არ შედგა. მის პრესსამსახურში ამბობენ, რომ მიზეზი გრიგოლ ვაშაძის მხრიდან უარია და ტელევიზიამ ბალანსის დაცვის მოტივით არც მის ინტერვიუს დაუთმო დრო. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ინტერვიუს ფორმატი ტელევიზიამ დებატების სანაცვლოდ შესთავაზა და უარიც ამიტომ განაცხადეს.