იმედის შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი 58 პროცენტით პროცენტით იგებს. გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა კი ხმების 42 პროცენტი მიიღო.

როგორც იმედის ჟურნალისტმა თქვა, ეს 18 საათის მონაცემებია.

მას შემდეგ, რაც ფსიქოპროექტის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ცესკო-ს რეალურ შედეგებს რადიკალურად აცდა, იმედმა კვლევა გალაპ ინტერნეიშენალს დაუკვეთა.

რუსთავი 2-ის ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი 55 პროცენტით იგებს. გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა კი ხმების 45 პროცენტი მიიღო. რუსთავი 2-მა ედისონ რისერჩის ეგზიტპოლის 17:00 საათის მონაცემები გამოაქვეყნა.

რუსთავი 2-ისთვის კვლევა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურისა და გასული წლების მსგავსად კომპანია ედისონ რისერჩმა ჩაატარა. შედეგებში ცდომილების ფარგლები +/-3%-ია.

ეს ედისონ რისერჩის რიგით მეხუთე ეგზიტპოლია საქართველოში. იმ მოქალაქეებიდან, რომლებსაც გამოკითხვისთვის მიმართეს, 50% დათანხმდა ინტერვიუს. გამოკითხვა 115 უბანზე ჩატარდა.

საარჩევნო ოლქები 20:00-ზე დაიხურა და ხმების დათვლის პროცესი დაიწყო. პირველად შედეგებს ცენტრალური საარჩევნო კომისია, სავარაუდოდ, ღამის 01:00-ზე გამოაცხადებს.