საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ქართული ოცნების დეპუტატი, ლეონარდო ნადირაშვილი ამომრჩეველს კაბინაში ხმის მიცემის დროს "კანონმდებლობის თანახმად" შეჰყვა. ცესკო ამბობს, რომ ეს საკითხი მათ შეისწავლეს.

"ჩვენ გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია, როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული პირი იმყოფებოდა, როგორც ერთ-ერთი რიგითი ამომრჩეველი და კანონმდებლობის თანახმად, ერთ-ერთმა მოქალაქემ მას სთხოვა დახმარება", — აღნიშნა ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.

ლაივპრესის ინფორმაციით, აბაშის მე-10 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთ ამომრჩეველს ქართული ოცნების დეპუტატი, ლეონტი ნადარეიშვილი კაბინაში შეჰყვა.