სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, მათმა დამკვირვებელმა ვაკის მეორე ოლქის #65 საარჩევნო უბანთან დააფიქსირა, რომ ქართული ოცნების კოორდინატორმა ამომრჩეველს ფული გადასცა. როგორც კოორდინატორმა ორგანიზაციას განუმარტა, მან მოქალაქეს ფული ასესხა. დამკვირვებელი ამბობს იმასაც, რომ მის მიმართ უბნის გარეთ მყოფი ადამიანები აგრესიულები იყვნენ და საქმიანობაში ხელს უშლიდნენ.

ორგანიზაციის ცნობით, 15 საათისთვის გამოვლენილი სხვა დარღვევებია:

  • ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა — გარკვეულ უბნებზე დაფიქსირდა ბიულეტენისთვის ფოტოების გადაღების ფაქტი. ასევე, ამომრჩევლებმა შემოხაზული ბიულეტენი კომისიის წევრებს დაანახეს;
  • ამომრჩეველთა ნებაზე ზემოქმედების სავარაუდო მცდელობა — უბნებთან კონკრეტული პირები არჩევნებზე მისულ პირებს აღრიცხავდნენ;
  • დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა და ფიზიკური ძალადობა — უბნებზე დამკვირვებლებს გადაღების უფლება შეუზღუდეს.
  • საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება — კომისიის წევრებმა შემაჯამებელ ოქმს წინასწარ მოაწერეს ხელი;
  • სიაში ხელის არასწორად მოწერა;
  • გადასატანი ყუთით ხმის მიცემასთან დაკავშირებული ხარვეზები;
  • კონვერტის გარეშე ბიულეტენის მოთავსება — მცხეთაში გამოავლინეს კონვერტის გარეშე მოთავსების ორი შემთხვევა;