ქართული ოცნების წევრი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მათი დეპუტატის ამომრჩეველთან ერთად კაბინაში შესვლა ძალიან მძიმე დარღვევაა. შემთხვევა, რომელზე მდინარაძე საუბრობს აბაშაში, მე-10 საარჩევნო უბანზე მოხდა.

მდინარაძის თქმით, ასეთი ქმედება არცერთი პარტიის წარმომადგენელმა არ უნდა ჩაიდინოს. მმართველი გუნდის წევრის აზრით, მიუხედავად დარღვევისა, ეს იყო პროვოკაცია.

ლაივპრესის ინფორმაციით, ქართული ოცნების დეპუტატი, ლეონტი ნადარეიშვილი ამომრჩეველს კაბინაში შეჰყვა. გავრცელებულ ვიდეოში დეპუტატი ამბობს, რომ მისი კაბინაში შესვლა ამომრჩევლის სურვილი იყო.