ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი მთაწმინდის #4 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, არჩევნებზე ამომრჩეველია მობილიზებული იმისთვის, რომ "უარი უთხრან ძალადობას და სიცრუეს".

ივანიშვილმა რუსთავი 2-ც გააკრიტიკა. მან განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა ექსცესებში გამოცდილია და მოლოდინი აქვს, რომ დღესაც რამე მოხდება და ამაში მონაწილეობას რუსთავი 2 მიიღებს.

"არჩევანი გავაკეთე ღირსების, სამართლიანობის და განვითარებისთვის რომ საბოლოოდ უარი ვუთხრათ სიცრუეს, ძალადობას და არ დავბრუნდეთ უკან. მოსახლეობის მობილიზებაა, რომ საბოლოოდ უარი ვუთხრათ ძალადობას და სიცრუეს. მცდელობები იქნება ექსცესების, ვისი ხელწერაცაა იმისგან, მობილიზება მეორე მხრიდანაცაა საკმარისზე მეტი. მცდელობები იქნება ძალიან დიდი უამრავ სიცრუეს ყრის "რუსთავი 2," სირცხვილია, უცხოელები არიან გაოგნებული. 10-დან 9 შემთხვევასი ნებისმიერ გაჟღერებული ინფორმაცია "რუსთავი 2"-დან უმეტესობა არის სიცრუე მობილიზება არის ძალაინ კარგი,"- აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.