რამდენიმე წლის წინ მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ ნაღვლის ბუშტსაც აქვს გრძნობები. ეს წინადადება კი უცნაურად ჟღერს, მაგრამ თუ The Awkward Yeti-ის კომიქსებისთვის თვალი მოგიკრავთ, მაშინ გეცოდინებათ, რაზეც ვსაუბრობთ.

მსოფლიო წარმატების შემდეგ, ახალგაზრდა ბიოლოგთა ასოციაციამ სხეულის ორგანოებზე შექმნილი რამდენიმე კომიქსი ქართულად თარგმნა. ასე იქცა "ეშენი გაგიკეთე" ფრთიან ფრაზად.

არაერთ ადამიანს მოუნდა, რომ სახლში ჰქონოდა ნაღვლის ბუშტის სათამაშო, რომელსაც საკუთარი კენჭები მაგრად ჰყავს ჩახუტებული.

თუმცა ნაღვლის ბუშტის ისტორია აქ არ დამთავრებულა.

ნახეთ ამ თემაზე შექმნილი სხვა კომიქსებიც, რომლებიც არჩევნების წინ კარგ ხასიათზე დაგაყენებთ.

1. ამოჭრილი ორგანოების კლუბი

2. ქოლეცისტო... რა?

3. პანკრეასსაც ვაცადოთ ცხოვრება

4. როცა გარშემო ყველა კარგად მუშაობს

5. ყველას აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები

6. საიდუმლო მისია

7. ეს უბრალოდ არტია

8. სტარტაპერები

9. საერთო პრობლემები

10. ეხმარება