ქალაქ ზუგდიდის არქიტექტურის ეფექტიანად განვითარებისთვის 2019 წლიდან გენერალური გეგმა შემუშავდება
სახელმწიფო რწმუნებულის, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინიციატივით, დარგის სპეციალისტებისა და საზოგადოების უშუალო ჩართულობის შედეგად, ქალაქ ზუგდიდის მიწათსარგებლობის გეგმა შემუშავდება, რომელიც მოიცავს როგორც ურბანული განვითარების კონცეფციას, ისე აუცილებელი რეგულაციების დაწესებას მიწათსარგებლობის მხრივ.
ინიციატივის მიზანია, სრულად გამოირიცხოს სხვა ქალაქებში არსებული მავნე პრაქტიკა ქაოსური მშენებლობების სახით, მაქსიმალურად შენარჩუნდეს ქალაქის არქიტექტურული იერსახე და ამავე დროს, მისი ურბანული განვითარება გადავიდეს ახალ ეტაპზე, რომელიც აუცილებელია ინვესტიციების მოზიდვისთვის, ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის.
ამასთანავე, გენერალური გეგმის დოკუმენტის დამტკიცება მოხდება მხოლოდ და მხოლოდ მოქალაქეებისა და დარგის სპეციალისტების ერთობლივი ხედვისა და კონსენსუსის შედეგად.
ქ. ზუგდიდის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის შემუშავებისთვის 2019 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა შესაბამისი ფინანსური რესურსი.
აღსანიშნავია, რომ ქ. ზუგდიდში მნიშვნელოვნად იმატა ინვესტიციის მსურველ კომპანიათა რიცხვმა. მათ შორის, მნიშვნელოვანია დეველოპერული კომპანია m² უძრავი ქონების საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს პროექტის კონცეფცია, რომელიც კომპანიამ 25 ნოემბერს საზოგადოებას წარუდგინა. ღონისძიება ჩატარდა ზუგდიდის ცენტრში, სკეიტპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე.
პრეზენტაციას დაესწრნენ m²-ის პარტნიორი ორგანიზაციები, ზუგდიდის მერიის, საქართველოს მთავრობის, არასამთავრობო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, საქართველოს ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაცია და მედია. სასტუმროს კონცეფციის წარდგენის შემდეგ, 18:00 საათზე ზუგდიდის მაცხოვრებლებისთვის m²-ის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა სტეფანეს კონცერტი.
პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ახალი სასტუმრო პირველი საერთაშორისო ბრენდი იქნება ზუგდიდში. ამასთანავე, სასტუმროს კონცეფცია თავსებადია ზუგდიდის არქიტექტურასთან და გამოირჩევა თავისი მდებარეობით. პროექტი თანამედროვე აღჭურვილობისა და დიზაინის 130 ნომერს აერთიანებს. უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების გეგმა, რომლითაც სასტუმროს ოპერირებისთვის 200-ზე მეტი სამუშაო ადგილია განსაზღვრული. პროექტის სრული საინვესტიციო ღირებულება კი 30 მილიონი ლარია.
"ეს იქნება პირველი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო ქალაქში. პროექტი უმნიშვნელოვანესია რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის და უპირობოდ მნიშვნელოვანი - ტურისტების მოსაზიდად. ზუგდიდი ის ქალაქია, რომელსაც განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ამავდროულად, ცხადია, 30 მილიონი ლარის ინვესტიცია დასაქმების გაზრდის გარანტია, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ინიციატივას ადგილობრივი მოსახლეობისთვის. დღეს, მაშინ როცა სასტუმროს მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა, ჩვენი კორპორაციული კულტურიდან გამომდინარე, საჭიროდ მივიჩნიეთ, კონცეფცია გაგვეცნო ყველა დაინტერესებული მხარისთვის, რადგან ნებისმიერი პროექტის დაწყებამდე მიღებული უკუკავშირი ჩვენთვის მნიშვნელოვანია", - ამბობს ირაკლი ბურდილაძე, m²-ის გენერალური დირექტორი.
აღნიშნული სასტუმროს პროექტის დეტალებზე მსჯელობა ქალაქის გენერალური გეგმის ფარგლებში გაგრძელდება. მისი მშენებლობა, ისევე როგორც სხვა ახალი არქიტექტურული პროექტის განხორციელება, შესაძლებელი იქნება ქ. ზუგდიდის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ.
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები