ზესტაფონის სასამართლომ ცოლის მუქარაში ბრალდებულს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომელთა მიხედვითაც დაკავებული 2018 წლის 2 აგვისტოს თერჯოლაში ცოლს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და უთხრა, რომ ცეცხლს წაუკიდებდა.

სამართალდამცავებმა აღნიშნული პირი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის არაერთგზის მუქარას გულისხმობს.