ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, ლეგენდარული იტალიელი კინორეჟისორი, ბერნარდო ბერტოლუჩი, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას Variety ავრცელებს. მას სიმსივნე ჰქონდა და გარდაცვალების მომენტში, რომში იმყოფებოდა.

ბერტოლუჩი ახერხებდა როგორც ევროპაში, ისე ჰოლივუდში მოღვაწეობას. მან შექმნა მრავალი ეპოქალური ფილმი, რომელიც კინოინდუსტრიაში ახალი თაობებისთვის გზამკვლევი იყო.

მას ეკუთვნის The Conformist, Last Tango in Paris და ასევე 9 ოსკარის მფლობელი The Last Emperor.