ქართული მარშის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე ამბობს, რომ მათ რიგებში მყოფებს "თავისუფალი არჩევანი" აქვთ, არ წავიდნენ არჩევნებზე, ან მხარი სახელისუფლებო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს დაუჭირონ. ამის შესახებ ინფორმაცია ქართული მარშის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებული.

"ქართული მარში კატეგორიულად გამორიცხავს გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერას, ნებისმიერი ჩვენი წევრი ვინც ხმას მიცემს ვაშაძეს-გარიცხული იქნება მარშის რიგებიდან", — აღნიშნა ბრეგაძემ.

მანამდე ქართულმა მარშმა ქართულ ოცნებას სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისთვის ორი პირობა წაუყენა.