ფორმალური და ხარვეზიანი გამოძიება — EMC თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიებას აჯამებს
ადამიანი უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე შემაჯამებელი მიმოხილვა გამოაქვეყნა. EMC-ის ცნობით, მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტთან დაკავშირებული გამოძიების დაწყებიდან თითქმის ერთი წელი გავიდა, თუმცა, ამ დრომდე საგამოძიებო ორგანოს არ გამოუვლენია და არ დაუსჯია მომხდარზე პასუხისმგებელი პირები, ხოლო თავად გამოძიების პროცესი მნიშვნელოვანი ხარვეზებით მიმდინარეობს.
EMC საქმეში პირობითად 10 დარღვევას გამოყოფს და ძალოვან უწყებებს საქმის ეფექტურად გამოძიებისკენ მოუწოდებენ.
- საქმეზე დაირღვა გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ფუნდამენტური პრინციპი, რამაც ამოღებული მტკიცებულებების ვალიდურობა და სანდოობა იმთავითვე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა;
- პროკურატურის როლი გამოძიების პროცესში უფრო მეტად ფორმალისტურ ხასიათს ატარებს;
- სუს-ის მიერ პირველადი საგამოძიებო მოქმედებების არასათანადოდ ჩატარების შედეგად პრობლემური გახდა შემდგომი ექსპერტული კვლევების ჩატარება, მათ შორის, არ იქნა ამოღებული ვაზნა, რის გამოც არსებითად შეუძლებელი გახდა სროლის მანძილის განსაზღვრა;
- გამოძიების ფარგლებში ჩნდება ცალკეული მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და განადგურების ეჭვები. კერძოდ, სუს-ის გადაწყვეტილების საფუძველზე თითქოსდა ამოღებულ ხელყუმბარაზე დაინიშნა ბალისტიკური ექსპერტიზა და ნივთი განადგურდა;
- თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი არ უზრუნველყოფს სხვდასხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას, მათ შორის არ არის შესწავლილი მაჩალიკაშვილის კუთვნილ მობილურ ტელეფონზე და ყურსასმენზე არსებული კვლები;
- ამ დრომდე სათანადოდ არ არის შესწავლილი მაჩალიკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის დროულობის საკითხი;
- პროკურატურის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებით მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ამ დრომდე არ არის ცნობილი დაზარალებულის უფლებამონაცვლედ;
- მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებსა და ინტერესების დამცველ ადვოკატებს ამ დრომდე არ აქვთ შესაძლებლობა გაეცნონ სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მასალებს;
- EMC-ის არაერთი მიმართვის მიუხედავად, პროკურატურა ამ დრომდე არ უზრუნველყოფს სპეცოპერაციის დაგეგმვასა და ჩატარებაზე პასუხისმგებელ პირთა გამოკვეთას;
- გამოძიების პროცესი ჭიანურდება და ეფექტიანი და დროული გამოძიების მიღწევა რთულდება.
EMC ასევე წერს, რომ მაჩალიკაშვილების ოჯახში სპეცოპერაციის ჩატარების დროს ოჯახის წევრების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე დასაბუთებული განცხადებისა და ოჯახის წევრების გამოკითხვის მიუხედავად, გამოძიება ამ ნაწილში ამ დრომდე არ დაწყებულა.
სპეცოპერაცია პანკისში
2017 წლის 21-22 ნოემბრის ისნის სპეცოპერაციის შედეგად სუს-მა დააკავა დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი პირი და სამი წევრის ლიკვიდირება მოახდინა.
რამდენიმე კვირის შემდეგ, 26 დეკემბერს, პანკისში, ახმედ ჩატაევთან და მის თანამზრახველებთან კავშირის ბრალდებით რუსლან ალდამოვთან ერთად ოთხი პირი დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილმა დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის გამოყენება სცადა, რის გამოც სპეცრაზმელებმა მას ესროლეს. მაჩალიკაშვილმა სასიკვდილო დაზიანება თავის არეში მიიღო და რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა. მაჩალიკაშვილის ოჯახი სუს-ის ვერსიას არ იზიარებს და ამბობს, რომ თემირლანი მოკლეს. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სპეცოპერაციის ღამეს მათთან სუს-ის უფროსის მაშინდელი მოადგილე სოსო გოგაშვილი იყო ჩასული და ემუქრებოდა.
გოგაშვილი 21 აგვისტოს მოულოდნელად თანამდებობიდან გადადგა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები