უკრაინა-რუსეთის კონფლიქტზე გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა ჩაინიშნა
გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, ნიკი ჰეილის ცნობით, ქერჩის სრუტეში მიმდინარე მოვლენების გამო გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომას გამართავს. ამის შესახებ ნიკი ჰეილიმ ტვიტერზე დაწერა. საგანგებო სხდომა ორშაბათს 26 ნოემბერს ჩაინიშნა და საქართველოს დროით 20:00-ზე დაიწყება.
AFP-ს დიპლომატებმა განუცხადეს, რომ სხდომის ჩანიშვნა, როგორც უკრაინულმა ისე რუსულმა მხარემ მოითხოვა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამხედრო ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან. რამდენიმე საათით ადრე უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადებას დაუჭირა მხარი. ეს გადაწყვეტილება ახლა უმაღლესმა რადამ უნდა დაამტკიცოს.
რა ხდება?
რუსულმა მხარემ სამ უკრაინულ გემს ქერჩის სრუტეში ცეცხლი გაუხსნა და შემდეგ დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად უკრაინის მხრიდან რამდენიმე ადამიანი დაიჭრა და მძიმედ დაშავდა.
უკრაინა და რუსეთი მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ სამხედრო კაბინეტი შეკრიბა და განაცხადა, რომ შესაძლოა საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს.
კრიზისი მაშინ დაიწყო, როცა რუსულმა მხარემ უკრაინული გემები თავისი საზღვაო ტერიტორიის დარღვევაში დაადანაშაულა. ამ ფაქტს უკრაინული მხარე უარყოფს. მათი მტკიცებით, გემების გადაადგილების მარშუტი წინასწარ იყო შეთანხმებული რუსულ მხარესთან. კერძოდ, ორი გემი "ბერდიანსკი" და "ნიკოპოლი", ბუქსირ "იანა კაპასთან" ერთად ოდესიდან, ქერჩის სრუტის გავლით, მარიუპოლში მიცურავდნენ. ეს არის ერთადერთი გზა ამ მიმართულებით წასასვლელად, რომლის აკვატორიასაც რუსეთი და უკრაინა იზიარებენ.
ინფორმაცია უკრაინული გემების დაკავების შესახებ რუსულმა FSB-მ დაადასტურა. მათი განცხადებით, რუსულმა მხარემ სამი გემი დააკავა. ასევე, რუსული მხარის განცხადებაში ნათქვამია, რომ შემთხვევის შედეგად მხოლოდ სამი მეზღვაური დაშავდა.
2014 წლის 18 მარტს რუსეთის ფედერაციამ უკრაინის კუთვნილი ყირიმი დაიპყრო. ყირიმის ნახევარკუნძული დე ფაქტოდ შეიყვანეს ფედერაციის შემადგენლობაში, როგორც ყირიმის ფედერალური ოლქი.
მას შემდეგ, რუსმა სეპარატისტებმა უკრაინაზე თავდასხმა 2014 წლის აპრილში დაიწყეს, რასაც აღმოსავლეთ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონში 10 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. უკრაინა და დასავლეთი რუსებს რეგიონში ჯარისკაცების გაგზავნასა და სეპარატისტების შეიარაღებაში ადანაშაულებს. მოსკოვი ამ ბრალდებებს უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ რუსი მოხალისეები ამბოხებულებს საკუთარი ნებით ეხმარებიან.
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
კომენტარები