რატომ გავრცელდა მეორე ტურისთვის დაბეჭდილი ბიულეტინების ფოტო
გლდანში მდებარე სტამბის, შპს კარტოგრაფიის დირექტორი ვლადიმერ ბუაჩიძე ზედმეტი ბიულეტინების ბეჭდვასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია "სიცრუეა" და აღმოჩენილი ბიულეტინები წუნდებულია. მისივე მტკიცებით, აღნიშნული ბილეტინები მოგვიანებით განადგურდება. სტამბის დირექტორის კომენტარს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.
იგივეს ამტკიცებს ცესკოს საფინანსო დეპარტამენტის უფროსი ოთარ ბუსკივაძე:
"ჩვენ დავბეჭდეთ ბიულეტინები 7 საარჩევნო ოლქისთვის. იქ არის სხვადასხვა ბეჭდვითი პროცესები, რაც იწვევს ნარჩენებს, რომლებიც ცესკოს წარმომადგენლების თანდასწრებით ნადგურდება".
მისი თქმით, ცესკოში არაუფლებამოსილი პირი შევიდა. როგორც კომისიაში On.ge-ს განუმარტეს, საუბარია ზვიად კუპრავაზე, რომელიც დღეს, 25 ნოემბერს აღნიშნულ სტამბაში მონიტორინგისთვის მივიდა და გაყალბების შესაძლო რისკებზე ისაუბრა.
სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა რუსთავი 2-თან საუბრისას ამბობს, რომ ე.წ. ხარვეზიან ბიულეტენებს წუნი არ ეტყობა და თავისუფლად შეიძლება მათი არჩევნებზე გამოყენება.
"ერთი შეხედვით, ბიულეტენს არავითარი ხარვეზი არ ეტყობა, მასზე არის აღნიშნული ორივე საარჩევნო სუბიექტი, მასზე არის მითითებული ბიულეტენის ნომერი და ა.შ. ყველა ის რეკვიზიტი, რაც სჭირდება ბიულეტენს, შესაბამისად, ბიულეტენი არის ჩვეულებრივი ბიულეტენი, რომლის გამოყენებაც არჩევნების დღეს შეიძლება", — აცხადებს კუპრავა.
დღეს, არჩევნებამდე სამი დღით ადრე ფეისბუქზე გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის დაბეჭდილი ბიულეტინი დაზიანებულია:
ბიულეტინების ბეჭდვის პროცესს აკვირდებიან ცესკოს წარმომადგენლები, ასევე, სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომელთა ვინაობა განსაზღვრულია ცესკოს განკარგულებით.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები