10 ტკივილი, რომელიც თქვენთვის ნაცნობი იქნება, თუ შვიდწლედი გაქვთ დამთავრებული
ერთ დროს ქართველ და არა მხოლოდ ქართველ მშობლებს ეგონათ, რომ ჩვეულებრივი ამბავია, ადგე და შენი შვილს შვიდი წლით იმის კეთება მიუსაჯო, რაც არ უყვარს. ჩემს ბავშვობაში "მუსიკაზე სიარული" კარგი გოგოობის განუყოფელი ნაწილი იყო და გინდოდა, არ გინდოდა, უნდა გევლო. ჩემი სხეული ბოლოს ისე გავწვრთენი ფორტეპიანოს ზიზღში, რომ ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, მუსიკის გაკვეთილამდე ერთი საათით ადრე სიცხე მიწევდა, თუმცა ხშირად არც ეს მშველოდა ხოლმე. ახლა მუსიკაზე ფიქრისას პირველ რიგში გათოშილი თითები და ცივი კლავიშები მახსენდება. შვიდწლედმა რამე თუ მასწავლა, არა კლასიკური მუსიკის სიყვარულია, არამედ ის, რომ ყველაფერი მთავრდება ბოლოს და ბოლოს, მთავარია, გაუძლო.
დარწმუნებული ვარ, ეს 10 ტკივილი თქვენთვისაც ნაცნობი იქნება:
1. ახალი ნაწარმოების გარჩევის რთული და დამღლელი პროცესი
აქ რამდენიმე ეტაპს გადიოდი:
- როცა გეგონა, რომ ამ ნაწარმოებს ვერასდროს დაუკრავდი
- როცა გეგონა, რომ იმ სისწრაფით ვერ დაუკრავდი, რა სისწრაფისთვისაც დაიწერა
- როცა გეგონა, რომ ჯანდაბას, დაუკრავდი, მაგრამ ზეპირად - ვერა
- როცა დავიწყება გინდოდა, მაგრამ ვეღარ ივიწყებდი
2. როცა კარნახის დროს ცდილობდი, კლავიშებისკენ თვალი გაგეპარებინა და ამჩნევდნენ
მაგრამ რომელიმე ნოტს მაინც თუ მოკრავდი თვალს, ესე იგი, ღირდა.
3. როცა კომპოზიტორი წყვეტდა, რომ ეტიუდში ყველაზე რთული ნაწილი მარცხენა ხელს უნდა შეესრულებინა
იმიტომ, რომ სხვა კომპოზიტორებისგან რამით ხომ უნდა განსხვავდებოდე...
4. ყველა მომენტი, როცა ხელების გადაჯვარედინება გიწევდა
ვაღიაროთ, რომ ესეც მეტიჩრობა იყო და ხშირ შემთხვევაში ხელების გადაჯვარედინების გარეშეც გამოდიოდა იგივეს დაკვრა.
5. ის ფაქტი, რომ შუა პედლის დანიშნულება შვიდი წლის მერეც ვერ გაიგე
აი, იმ დროს უნდა დააჭირო შუა პედალს, როცა გგონია, რომ ვერც ერთი სხვა პედალი ვერ გადმოსცემს შენს ემოციას...
6. ტონალობების კვარტა-კვინტურ წრეში გარკვევა
აბა, ავაგოთ წმინდა კვინტა სოლ ნოტიდან ზევით...
7. როცა სხვა გვერდზე გადასვლისას ნოტების გადაფურცვლას ვერ ასწრებდი და იბნეოდი
მასწავლებელი ყოველთვის გიბღვერდა, თუ ამ დროს დაკვრას შეანელებდი.
8. როცა პიანინოზე მეცადინეობის შემდეგ გამოცდა როიალზე უნდა ჩაგებარებინა, რომელსაც სულ სხვა ჟღერადობა ჰქონდა
და კლავიშებიც ბევრად უფრო გიჯიუტდებოდნენ.
9. როცა რაიმე ნოტი მაინც გამოკვეთილად უნდა დაგეკრა, მაგრამ ჩუმად
მეცო-პიანო!
10. და ბოლოს, როცა შენი მუსიკალური კარიერა ნათესავებსა და მამის ძმაკაცებს მარტივ ბანალურობამდე დაჰყავდათ – "თბილისო დაგვიკარი, რა"
ამისთვის ვსწავლობდი ბახს?!
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
კომენტარები