ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შვილს, ქეთევან გორჯესტანს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ საპატიო წევრობის სტატუსი მიანიჭა.

ქეთევან გორჯესტანი საფრანგეთში ცნობილ არხზე France24-ზე სპორტულ ჟურნალისტად მუშაობს.

დღეს, 24 ნოემბერს სალომე ზურაბიშვილი შვილებთან ერთად სპორტულ ფედერაციებსა და სპორტსმენებს შეხვდა. პირველი არხის ინფორმაციით, სწორედ ამ შეხვედრაზე გადასცა ასოციაციის პრეზიდენტმა გორჯესტანს საპატიო წევრობის სტატუსი.