თელავში ტექნოპარკი გაიხსნა
თბილისისა და ზუგდიდის შემდეგ, ტექნოლოგიური პარკი თელავშიც გაიხსნა, რომლის მშენებლობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის ფარგლებში განახორციელა. თელავის ტექნოპარკი აღჭურვილია ყველა იმ მომსახურებითა და სერვისით, რომლითაც საქართველოს სხვა ტექნოპარკების მომხმარებლები სარგებლობენ.
ტექნოპარკის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრო. თელავში ასევე იმყოფებოდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავა, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე და სხვა ოფიციალური პირები.
"თელავის ტექნოპარკის გახსნა იმ მნიშვნელოვანი პროექტის ნაწილია, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მსოფლიო ბანკთან ერთად ახორციელებს. მისი მიზანია, ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის ჩამოყალიბება. იმედი გვაქვს, რომ თელავის ტექნოპარკი იქცევა კახეთის რეგიონში ახალი ინოვაციური ტექნოლოგიების გავრცელების ერთ-ერთ მთავარ კერად, ხოლო ტექნოპარკის ფაბლაბის მაღალტექნოლოგიური დანადგარები ახალგაზრდებს და არა მხოლოდ მათ, მისცემს საშუალებას, განავითარონ საკუთარი იდეები და შესაძლებლობები", — აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ლაშა მიქავამ.
ლაშა მიქავას განცხადებით, მთავრობის პრიორიტეტია საქართველოში ინოვაციური ბიზნესების განვითარება, რაც სათანადო ინფრასტრუქტურის გარეშე წარმოუდგენელია.
"ჩვენ მაღალტექნოლოგიური მიღწევების ეპოქაში ვცხოვრობთ და გვაქვს ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი. მსგავსი პროექტებით ჩვენ ვდებთ ინვესტიციას მომავალში, რადგან გვჯერა, რომ ტექნოლოგიური პარკები, ფაბლაბები და შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობა გახდება სერიოზული ბიძგი ინოვაციური ბიზნესების კეთების მსურველი ჩვენი მოქალაქეებისთვის. მათი იდეების განსახორციელებლად ჩვენ შევქმენით გამართული ინფრასტრუქტურა და სტარტაპების მხარდაჭერის პროგრამები", — განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
მომდევნო ტექნოლოგიური პარკი საქართველოში ბათუმში გაიხსნება.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები