1. პინგვინების ჩვიდმეტივე სახეობა ბუნებრივ პირობებში მხოლოდ სამხრეთ ნახევარსფეროში გვხვდება.

ფოტო: axily/Sutterstock

2. ყველაზე მაღალი სახეობა საიმპერატორო პინგვინია, რომელიც ზრდასრულ ასაკში სიმაღლეში 1,21 მეტრს აღწევს.

საიმპერატორო პინგვინი

ფოტო: Stanislav Fosenbauer/Shutterstock

3. ყველაზე პატარები კი ლურჯი პინგვინები არიან, რომლებიც სიმაღლეში სულ რაღაც 40 სანტიმეტრამდე იზრდებიან.

ლურჯი პინგვინები

ფოტო: Wikipedia

4. პინგვინთა შორის ყველაზე სწრაფი გენტუა, რომელსაც ცურვისას 34 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია.

გენტუ პინგვინი

ფოტო: ChameleonsEye/Shutterstock

5. ძველი ნამარხები მოწმობს, რომ პინგვინის პირველი სახეობები დედამიწაზე 60 მილიონი წლის წინ ბინადრობდნენ. ეს ნიშნავს, რომ დღევანდელი პინგვინების წინაპრები იმ მასობრივ გადაშენებას გადაურჩნენ, რომელმაც დედამიწაზე დინოზავრები გაანადგურა.

ფოტო: Rashman/Shutterstock

6. სხვა ფრინველებისგან გასხვავებით, რომლებიც ცოტ-ცოტა ბუმბულს პერიოდულად იცვლიან, პინგვინები საფარველს ერთბაშად ყრიან. ეს პროცესი 2-3 კვირა გრძელდება და დროის ამ მონაკვეთში ისინი მუდმივად ხმელეთზე რჩებიან.

ფოტო: Steffen Foerster/Shutterstock

7. რამდენიმე სახეობაში მონოგამიაც გვხვდება. ხშირია შემთხვევა, როცა დაწყვილების პერიოდებში პინგვინები ერთი და იგივე პარტნიორებს ირჩევენ.

ფოტო: Dmytro Pylypenko/shutterstock

8. იგივე სიტუაციაა ბუდეებთან მიმართებაში, თითქმის ყველა სახეობის პინგვინი ერთი და იგივე ადგილას ბრუნდება კვერცხების დასადებად და ბარტყების აღსაზრდელად.

ფოტო: Dmytro Pylypenko/Shutterstock

9. ზოგიერთ სახეობაში კვერცხებს მამრობითი სქესის პინგვინები უვლიან. კვერცხის გამოჩეკისთვის საჭირო რამდენიმე კვირის განმავლობაში მდედრი პინგვინები ნადირობენ. ამიტომ პუტკუნა და ბევრ ქონიანი პინგვინები ყველაზე სასურველ პარტნიორებად ითვლებიან, რადგან საჭმლის გარეშე გაძლება დიდი ხნის განმავლობაში შეუძლიათ.

ფოტო: Steve Allen/Shutterstock

10. იმ შემთხვევაში თუ საიმპერატორო პინგვინს ნაშიერი მოუკვდება, ის სხვა ბარტყს "იტაცებს", თუმცა გარკვეული პერიოდის მერე "ნაშვილებ" ბარტყს უპატრონოდ ტოვებს.

პინგვინი ბარტყებთან ერთად

ფოტო: antantarctic/Shutterstock

11. პინგვინებს ყურები არ უჩანთ, მაგრამ საოცარი სმენა აქვთ. მათ შეუძლიათ ათასობით ფრინველისგან თავიანთი პარტნიორი გამოარჩიონ და ნაპირზე ნადირობის დასრულების შემდეგ მასთან შესახვედრად გაეშურონ.

ფოტო: Volodymyr Goinyk/Shutterstock

12. პინგვინების შესახებ პირველი გამოქვეყნებული ცნობა 1520 წელს ფერნანდო მაგელანის ეკიპაჟის წევრმა ანტონიო პიგაფეტას ეკუთვნის. მეზღვაურებმა ფრინველი სადღაც არგენტინასთან დაიჭირეს და ის ბატის ერთ-ერთ სახეობად ჩათვალეს.

ფოტო: boscorelli/Shutterstock

13. პინგვინი უფრო ადრინდელ წყაროშიც გვხვდება, 1497 წლის ანონიმურ დღიურში, ვასკო და გამას თანამგზავრი იხვის მსგავსი ფრინველების შესახებ წერს, რომლებსაც ფრენა არ შეუძლიათ.

ფოტო: Photodynamic / Shutterstock

14. პინგვინების პოპულაციის სამხრეთ ნახევარსფეროში განვითარების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ დედამიწის ამ ნაწილში ხმელეთის მტაცებელი ცხოველები არ ბინადრობენ. შესაბამისად, ფრინველს, რომელსაც ფრენა არ შეუძლია სასიკვდილო საფრთხე არ ემუქრება.

ფოტო: Rich Lindie/Shutterstock

15. სახმელეთო საფრთხის არ არსებობის გამოა, რომ პინგვინები ადამიანებთან შეხვედრას არ გაურბიან და ჩვენი არ ეშინიათ.

ფოტო: ROBERTO ZILLI/shutterstock