სიცივე არა მხოლოდ ჩვენთვისაა გაუსაძლისი, არამედ, ქუჩაში მცხოვრები ცხოველების სიცოცხლესაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის, თუმცა იტალიის ქალაქ კატანიაში მცხოვრებ ქუჩის ძაღლებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ.

IKEA-ს მაღაზიის თანამშრომლებმა მიუსაფარი ძაღლების პრობლემა გულთან ახლოს მიიტანეს და სიცივისგან დასაცავად ისინი მაღაზიაში შეუშვეს.

ინტერნეტში ვიდეოც გავრცელდა, სადაც რბილ ხალიჩებზე მოკალათებული და მშვიდად ჩაძინებული ცხოველები ჩანან.

IKEA-ში კარგად იციან, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ავეჯის მაღაზიაა, ცხოველის სიცოცხლე ნებისმიერ ხალიჩაზე ძვირფასია.