წელს, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფოკუს ქვეყანა იტალიაა. ამ სექციაში მაყურებელი სულ რვა ფილმს იხილავს, მათ შორის არის ალიჩე რორვახერის სურათი - ბედნიერი ლაზარე.

კინოსურათში ერთ-ერთ მთავარ როლს მსახიობი ლუკა ჩიქოვანი ასრულებს.

ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა გლეხის ლაზარესა და ახალგაზრდა დიდებულის, ტანკრედის (ლუკა ჩიქოვანი) შესახებ. მათ განცალკევებულ პასტორალურ სოფელ ინვიოლატაში ყველაფერს სიგარეტების სასტიკი დედოფალი, მარკიზა ალფონსინა დე ლუნა განაგებს. ტანკრედსა და ლაზარეს შორის მეგობრობა მაშინ ღვივდება, როდესაც ტანკრედი ლაზარეს საკუთარ გატაცებაში დახმარებას სთხოვს.

ბედნიერი ლაზარე წელს, კანის საერთაშიროსო ფესტივალის საკონკურსო პროგრამაშიც მონაწილეობდა.

რაც შეეხება ლუკა ჩიქოვანს, ის თბილისში, 1994 წელს დაიბადა, მოგვიანებით კი იტალიაში გადავიდა საცხოვრებლად და YouTube-ზე გამოქვეყნებული სიმღერის ქავერით, მალევე გახდა პოპულარული, 2016 წელს ლუკამ პირველი ალბომიც გამოუშვა.

თბილისის საერთაშიროსო კინოფესტივალი 3 დეკემბერს გაიხსნება.

ამავე თემაზე: