პატრიოტთა ალიანსი მოსკოვში კონფერენციას დაესწრო, რომელზეც ოკუპირებულ რეგიონებს წარმომადგენელი ჰყავდათ
პატრიოტთა ალიანსი მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე რუსეთის დუმაში დაესწრო კონფერენციას, რომელშიც სოხუმისა და ცხინვალის დე ფაქტო წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. როგორც რუსეთის დუმის საიტზე ვკითხულობთ, საერთაშორისო კონფერენცია დსთ-ს ქვეყნების საპარლამენტო თანამშრომლობას ეხებოდა.
კონფერენციაში მონაწილეობისთვის მოსკოვში პატრიოტთა ალიანსიდან პარლამენტის დეპუტატები, გიორგი ლომია და ადა მარშანია გაემგზავრნენ. კონფერენციაზე ლომიამ რუსულ მხარეს მადლობა გადაუხადა, რადგან აფხაზებთან და ოსებთან ურთერთობის საშუალება მისცა.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ერთადერთია, რომელსაც რუსეთთან სავიზო რეჟიმი აქვს და გაუქმებული აქვს დიპლომატიური ურთიერთობებიც.
"ჩვენმა პარტიამ თავის თავზე აიღო ინიციატივა და წელიწად-ნახევრის წინ აქ ჩამოვიდა. ეს იყო საქართველოს პარლამენტის სამკაციანი დელეგაცია, მაგრამ არაოფიციალური. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ არ გადადგა ეს ნაბიჯი, რადგან სიმართლის თქმა და სწორი ნაბიჯების გადადგა თურმე ძალიან სახიფათოა და ძალიან რთული. სიმართლის გამო შეიძლება გცემონ და მოგკლან კიდეც. საქართველოში ფსევდოლიბერალური ძალების მხრიდან ჩვენ გავხდით თავდასხმის მსხვერპლი, რაც ნამდვილად არ არის სასიამოვნო", — განაცხადა ლომიამ, რომლის კომენტარს რუსთავი 2 ავრცელებს.
ირმა ინაშვილი პრობლემას ვერ ხედავს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მისი პარტიის წევრები იმ კონფერენციას დაესწრნენ, რომელშიც დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები თანაბარი სტატუსით მონაწილეობენ.
"იქ არიან წარმოდგენილი სოხუმისა და ცხინვალის დე ფაქტო წარმომადგენლები, ეს არის ჩვენი ერთადერთი ინტერესი ამ კონფერენციაში მონაწილეობის. რატომ არის გასაკვირი, რომ ადა მარშანია მონაწილეობს იმ კონფერენციაში, ადა მარშანია, რომელიც არის აფხაზი... ასეთი ტიპის კონფერენციები გაცილებით ადრე იგეგმება და მეორე ტურის ალბათობას წინასწარ ვერავინ ვერ განჭვრეტდა", — განუცხადა ინაშვილმა რუსთავი 2-ს.
კონფერენცია 22 ნოემბერს ჩატარდა. ღინისძიების აღწერაში აღნიშნულია, რომ 10 პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან 27 პოლიტიკური პარტიის დელეგაცია მონაწილეობდა.
ეს არ არის რუსეთში პატრიოტთა ალინსის პირველი ვიზიტი. 2017 წლის ივლისში პირველ შეხვედრაზე ისინი რუს დეპუტატებს შეხვდნენ და რუსეთ-საქართველო-ნატოს "ტრიადის" შექმნა შესთავაზეს. მეორე შეხვედრა იმავე წლის ოქტომბერში გაიმართა და ქართველი დეპუტატები საქართველოში მოსკოვის მონაწილეობით საერთაშორისო ფორუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდნენ.
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
კომენტარები