პატრიკა ბათუმელი თუთიყუშია და იმის მიუხედავად, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კანდიდატურა არ აქვს წარდგენილი, უამრავ ადამიანს უკვე სურს მისთვის ხმის მიცემა.

საქმე იმაშია, რომ გონიერ ფრინველს თავისი შეხედულებები აქვს საქართველოსთვის მნიშვნელოვან მოვლენებზე. მაგალითად, ვინ დაიწყო 2008 წლის ომი.

მოუსმინეთ პატრიკას და მოგვწერეთ კომენტარებში, კანდიდატურის წარდგენის შემთხვევაში, თუ მისცემდით მას ხმას, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.