აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამხედროებს უფლება მისცა, რომ საჭიროების შემთხვევაში მექსიკის საზღვარზე მიგრანტებს ცეცხლი გაუხსნან. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

ტრამპის თქმით, მიგრანტებს შორის რამდენიმე ასეული დამნაშავეა და ისინი მას "სხვა გამოსავალს არ უტოვებენ. ამავე დროს, ტრამპმა იმედოვნა, რომ მიგრანტებისათვის სროლა საჭირო არ გახდება. აშშ-ს პრეზიდენტმა მექსიკასთან საზღვრის დაკეთვაც არ გამორიცხა.

რამდენიმე დღის წინ აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ არეულობისა და სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში სამხედროებს იარაღის გამოყენებისა და მიგრანტების დაკავების უფლება მისცა. ამერიკის კანონმდებლობით მშვიდობიან პერიოდში სამხედროებს პოლიციის უფლებამოსილების შეთავსება ეკრძალებათ.

მიმდინარე წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ ჰონდურასიდან აშშ-ის მიმართულებით შვიდი ათასი მიგრანტი მიემართება. მიგრანტები თავიანთ ქვეყანას გაჭირვების, კორუფციისა და მძიმე სოციალური პირობების გამო ტოვებენ. ტრამპმა განაცხადა, რომ მიგრანტების ქარავანში "ბევრი დამნაშავე და ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოსული უცნობი ხალხია".

დონალდ ტრამპმა მექსიკის საზღვარზე სამხედროები გააგზავნა, რათა მიგრანტებმა აშშ-ში შესვლა ვერ შეძლონ. გარდა ამისა, მას სურდა, რომ საიმიგრაციოა კანონმდებლობა შეეცვალა, კერძოდ, კი არალეგალი მიგრანტები თავშესაფარს ვეღარ მოითხოვდნენ. აღნიშნული ცვლილება სასამართლომ შეაჩერა.