5 საფრთხე, რომელიც ქოთნის ყვავილებს ზამთარში ემუქრება
ქოთნის ყვავილების მოვლა და მათი ყურება ძალიან სასიამოვნო პროცესია. ხეების ნაცვლად, მაღალსართულიანი შენობების გარემოცვაში მყოფებს ფანჯრის რაფაზე შემოდებული ერთი პატარა მცენარეც კი საგრძნობლად გვიმსუბუქებს სტრესს, თუმცა, ზამთრის დადგომასთან ერთად ჩვენი ოთახის ბინადრები სერიოზული საფრთხის წინაშე დგებიან.
საფრთხე ემუქრება ჩვენს განწყობასაც, რადგან მოლოდინი, რომ მცენარე გაიხარებს და გაზაფხულზე ფერადი ყვავილებით დაგვასაჩუქრებს, შეიძლება არ გამართლდეს.
არასასურველი შედეგების თავიდან ასაცილებლად კი ჩამოგითვლით იმ 5 საფრთხეს, რომელიც ქოთნის ყვავილებს ზამთარში ემუქრება:
1. სიცივე
ზამთრის დადგომისთანავე ყველანაირად ვცდილობთ, რომ გარეთ გამეფებულ მკაცრს სეზონს მოვერგოთ და თავი კომფორტულად ვიგრძნოთ. ასე არიან ქოთნის ყვავილებიც. თუმცა, განსხვავება ის არის, რომ ზამთრის უსაფრთხოდ გადასატანად, ჩვენს დახმარებას მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
ამიტომ, აუცილებელია, რომ მცენარეები, რომლებიც აივანზე ან ფანჯრის გარეთა რაფაზე გვიდევს, სიცივეს მოვარიდოთ.
2. ოთახის გამათბობელი
მცენარეების სახლში შემოტანის შემდეგ, შეიძლება იფიქროთ, რომ ოთახის გამათბობლის სითბო მათაც ისევე ესიამოვნებათ, როგორც თქვენ.
სინამდვილეში, გამათბობლის სიახლოვეს ყოფნა ქოთნის ყვავილისთვის ერთ-ერთი სერიოზული საფრთხეა და თუ არ გინდათ, რომ თქვენი ყვავილი ზედმეტმა სიცხემ დააჭკნოს, ის ისეთ ოთახში დადეთ, სადაც თერმომეტრი ნაკლებ ტემპერატურას აჩვენებს.
3. ცუდი განათება
მეორე პუნქტის წაკითხვის შემდეგ, თუ თქვენი ქოთნის ყვავილები სასწრაფოდ საკუჭნაოში, ან სახლის რომელიმე უფანჯრო კუთხეში გადადგით, ძალიან შემცდარხართ. მცენარეებს არ უყვართ ჩაბნელებულ ოთახში ცხოვრება, რადგან განათებას მათი ზრდა-განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
4. ზედმეტი მორწყვა
რა სიხშირით უნდა მოვრწყათ ზამთარში ყვავილი? ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ მცენარეს ვუვლით, რადგან ზედმეტმა წყალმა ზამთარში ქოთნის ყვავილი შეძლება გააფუჭოს კიდეც.
მაგალითად, კაქტუსი თუ გრილ ადგილას დევს, ზამთარში მორწყვას არც საჭიროებს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ქოთნის ყვავილებიც უწყლოდ გადარჩებიან. მათ ნამდვილად სჭირდებათ მორწყვა, ოღონდ, არა იმ სიხშირით, როგორც ზაფხულში.
5. შინაური ცხოველი
ქოთნის ყვავილები შეიძლება შინაურმა ცხოველმაც გაგიფუჭოთ. ბუნებრივია, კატებს ხო ძალიან უყვართ მიწაში ქექვა, ძაღლები კი ცნობისმოყვარეები არიან. ეცადეთ მცენარეები ისეთ ადგილას დადოთ, სადაც მათი თათები ნაკლებად მისწვდება.
თემაზე, თუ როგორ მოვამზადოთ მცენარეები ზამთრისთვის, სხვა შუადღის ეთერში აგროტექნოლოგმა, ნინო ხარხელაურმაც ისაუბრა.
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
კომენტარები