ენდი ანდერსონის 25 საუკეთესო ფრაზა
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
თითქმის შეუძლებელია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელსაც ანიმაციური სერიალი ცხოვრება ლუისთან ნანახი არ აქვს.
შოუში განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ლუის მამა, ომის ვეტერანი ენდი ანდერსონი, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა სხარტი ფრაზებითა და თავისებური იუმორით.
1. "მე რომ პატარა ვიყავი, შინაური ცხოველები ჯერ გამოგონილი არ იყო"
2. "წვიმების სეზონის დროს ამაზონის ჯუნგლებში ვისვენებდი. ეს რა წვიმაა? უბრალოდ ჟინჟლავს"
3. "ჯარში როცა ვიყავი, დილის 4 საათზე უკვე შუადღის ჩაის ვსვამდით"
4. "ომში ჭურვების შესანახ კარავში მეძინა. ბალიშის ნაცვლად დინამიტი მედო და ტროტილთან ვძმაკაცობდი"
5. "ლუი, რატომ კოჭლობ? გუნდა მოგხვდა ყურში?"
6. "რა საშინელი სიცივეა გარეთ. სიამოვნებით გავსვამდი დედათქვენის რომელიმე ნათესავს"
7. "ერთი არ მოგწონებია... ბანკში სახლის მეორედ ჩადება მომიწია, ეგ რომ მეყიდა. იცოდე, ერთი თვე არ გაჭმევ"
8. "- ენდი, ესენი ჩვენი მეზობლები არიან. მათი სახლი დაიტბორა და ჩვენთან დარჩენა შევთავაზე.
- მე რა, ნოეს ვგავარ? თუ კიდობანი მაქვს სახლში?"
9. "მისის ტილმან, არ გინდათ ლიმონათი? 150 გრადუსი სიცხეა, ძაღლივით ხართ გაოფლილი"
10. "- ლუი ვინმემ ჩვენს მანქანაში ხუთასი ათასი თუ შემოგთავაზა, უარი არ უთხრა
- კი მაგრამ მამა შენ ხომ გიყვარს ჩვენი მანქანა?
- სიყვარულით მე დედაშენიც მიყვარს, მაგრამ ხუთასი ათასად?!"
11. "რაო? ლუი დაიკარგა? ყველა საკონდიტრო გაჩხრიკეთ ოცი კილომეტრის რადიუსში!"
12. "სამი თვის ვიყავი პირველად სასკოლო ბანაკში რომ დამტოვეს. ექვსი თვის უკვე ჯგუფს ვხელმძღვანელობდი"
13. "- ენდი, ოფიციანტისთვის ფულის დატოვება არ დაგავიწყდეს.
- რაო?! მე რომ პატარა ვიყავი საკვების მოსაპოვებლად ვნადირობდით. ნადირობის დროს ფული ვის უნდა აჩუქო, დედაბუნებას?!"
14. "- ლუი, პატარა რომ ვიყავი და მამას ვეხმარებოდი, ფანრები არ გვქონდა. შუქიც კი არ იყო, სარკეს ვიჭერდი, რომ მზის სხივი ამერეკლა და მამაჩემს ისე ვუნათებდი.
- ეგ როდის? გამოქვაბულების მოხატვით რომ იყავით გართული?
- გავიგონე, ლუი!"
15. "ლუი ომში ცამეტჯერ მესროლეს, თან სულ თავში! წყალს რომ ვსვამ, თავი სარწყავი მგონია!"
16. "- ენდი, არ მეგონა ამ დღეს თუ მოვესწრებოდი
- შენ სულ გვპირდები და გვპირდები..."
18. "- მამა, ბებია დაბრუნდა!
- რატომ, კბილები დარჩა?!"
19. - მამა, ოდესმე სხვა სახელით თუ გისარგებლია ენდი ანდერსონის გარდა?
- კი. "ჩქარა დაწექი, სანამ ანდერსონი არ გადარეულას" მეძახდნენ!
20. "- მამა ციმბირის ფრონტზე თეთრ დათვებს ხურდაზე რომ ეჭიდავებოდი, არ გეშინოდა?
- რას ამბობ, ლუი, ბებიაშენთან სამი საათი გავატარე და იმისი არ შემშინებია. თეთრი დათვი შემაშინებდა?!"
21 "- ლუი, ჯარში ყველა საჭმელი მწვანე იყო: მწვანე მაკარონი, მწვანე კარტოფილი, მწვანე სალათა...
- მამა, სალათა ისედაც მწვანეა.
- რა თქმა უნდა, ახლა მწვანეა, ჩვენ გავამწვანეთ!"
22. "- მამა, შეიძლება ერთი კითხვა დაგისვა?
- პასუხების მეტი რა მაქვს, შვილო, მიდი, დამისვი"
23. "გინდა, ამბავი მოგიყვე და ცოტა დაგამშვიდო? შუა ბრძოლაა, ჭურვები სკდება, პეტერსონმა ფეხი დაკარგა, ოღონდ, რა თქმა უნდა. თავისი არა..."
24. "– რისი გეშინია ლუი?! ჩვეულებრივი ძაღლია, ადამიანი ხომ არ არის, უმიზეზოდ გეცეს"
25. "შინაური ცხოველი რად გინდა, ძმა ხომ გყავს სახლში?"
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
კომენტარები