Apple-ის ახალი შთამაგონებელი საახალწლო რეკლამა იმ ადამიანებზეა, რომლებიც საკუთარ მაქბუქებში გადამალული შემოქმედების სამყაროსთვის ჩვენებას ვერ ბედავენ.

პიქსარით შთაგონებული რეკლამა მოკლემეტრაჟიან ანიმაციურ ფილმს მოგაგონებთ. "Share Your Gifts" [გაგვიზიარე შენი ნიჭი], — ასე ჰქვია რეკლამას. ამ სათაურში ადამიანების უნარები, კრეატიულობა და ხელოვნებისადმი სწრაფვა იგულისხმება, რომლებსაც ისინი უცხო თვალს უმალავენ.

თუმცა, რადგან gift-ს ინგლისურში საჩუქარის მნიშვნელობაც აქვს, Apple ამ სიტყვის ოსტატური გათამაშებით მომხმარებლებს ასევე მოუწოდებს, რომ საყვარელ ადამიანებს ისეთი მოწყობილობა [აიპადი, მაქბუქი და ა.შ.] უყიდოს, რომელიც მათში კრეატიულობას გააღვიძებს.

რეკლამის შინაარსი გულს გაგითბობთ. ხუჭუჭა გოგო, რომელიც სამყაროს განსაკუთრებულად აღიქვამს, თავის ძაღლთან ერთად მარტო ცხოვრობს და მასაც კი უმალავს თავის ნამუშევრებს. თუმცა, მეგობარი ცხოველი მას დაეხმარება, რომ ორიგინალური შემოქმედება მსოფლიოს აჩვენოს. რეკლამას თან ერთვის ბილი ელიშის "come out and play", რომლის შინაარსიც რეკლამასთან მთლიანად თანხვედრაშია.