საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანიის სამეფომ საქართველო უსაფრთხო კატეგორიის ქვეყნების სიაში შეიყვანა. ამაზე გადაწყვეტილება დანიის იმიგრაციის სამსახურმა, დანიის სამეფოს ეროვნულმა პოლიციამ და დანიის ლტოლვილთა საბჭომ მიიღო.

საგარეო უწყების ცნობით, საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის შედეგად, დანიური მხარე საქართველოს მოქალაქეების განაცხადს, თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ შემჭიდროვებულ ვადებში განიხილავს და არ დააკმაყოფილებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაშია 2018 წლის 21 ნოემბრიდან.

საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში უკვე შეყვანილი ჰყავს შემდეგ ქვეყნებს: ავსტრიას, საფრანგეთს, ბელგიას, ნიდერლანდებს, ბულგარეთს, ისლანდიას, ისრაელსა და ლუქსემბურგს, გერმანიას. ეს იმას ნიშნავს, რომ მინიმალური შანსი აქვს საქართველოს მოქალაქეს, აღნიშნულ ქვეყნებში, თავშესაფრის მოთხოვნა დაუკმაყოფილდეს.