როგორც უკვე იცით, 2019 წლის მარტში კინოეკრანზე მარველის ახალი ფილმი, Captain Marvel, გამოდის, რომელშიც მთავარ როლს ოსკაროსანი მსახიობი, ბრი ლარსონი ასრულებს.

ლარსონთან ერთდ ფილმში ვიხილავთ ჯუდ ლოუს, სამუელ ელ ჯექსონსა და ანეტ ბენინგს.

Captain Marvel ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომიქსია, რომელშიც მთავარი პერსონაჟი ქალი-სუპერგმირი კეროლ დენვერსია.

ხუთი წლის წინ, როდესაც მარველმა პირველად გააჟღერა სურვილი, ქალ სუპერგმირზე ფილმის გადაღებასთან დაკავშირებით, კინოსტუდიასთან ჰოლივუდის ვარსკვლავების აგენტების რიგი დადგა.

წარმოგიდგენთ იმ მსახიობებს, რომლებსაც ამ როლის მიღება სურდათ, თუმცა საბოლოოდ უარით გაისტუმრეს:

ჯენიფერ ლოურენსი

ოლივია უაილდი

ემილი ბლანტი

შეილინ ვუდლი

ჯესიკა ჩესტეინი

ბრაის დალას ჰოვარდი

ნატალი დორმერი

ივანა სტრაჰოვსკი

შარლიზ ტერონი

რებეკა ფერგიუსონი