ყველასათვის საყვარელმა მსახიობმა, ენ ჰეთეუეიმ იმიჯი შეიცვალა და თმა წითლად შეიღება.

ამ ეტაპზე უცნობია, რომელი პროექტისთვის შეიცვალა მსახიობმა თმის ფერი. სხვადასხვა წყაროების მიხედვით, ეს შესაძლოა ამაზონის ახალი სერიალს, Modern Life, უკავშირდებოდეს.

სერიალის სიუჟეტი ნიუ-იორკ თაიმსის ერთ-ერთ სტატიას ეფუძნება. შოუს პირველ სეზონში ათი სერია იქნება, თითოეულის ქრონომეტრაჟი კი 30 წუთია.