ბაფტას მფლობელი ბრიტანელი რეჟისორი პიტერ გრინვეი თბილისიის კინოფესტივალზე ჩამოვა.

გრინვეი პროფესიონალი და მოყვარული კინემატოგრაფისტებისთვის მასტერკლასებს გამართავს.

არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი რეჟისორი, ავტორია ისეთი ფილმებისა, როგორებიც არის - The Cook, the Thief, His Wife & Her Lover, Drowning by Numbers, Prospero's Books და ა.შ.

თბილისის რიგით მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი 3-დან 9 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში საკონკურსო სექციების გამარჯვებული ნამუშევრები საერთაშორისო კონკურსსა და ქართულ პანორამაში გამოვლინდება.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში კინომოყვარულები ფილმებს რამდენიმე სექციაში იხილავენ. მათ შორისაა საერთაშორისო საკონკურსო პროგრამა, ქართული პანორამა, ჰორიზონტები, დამზადებულია გერმანიაში და ევროპული ფორუმი.

ამავე თემაზე: