Airbnb იორდანიის დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის დასახლებების შემოთავაზებებს საიტიდან წაშლის
ბინების გაქირავების ამერიკული კომპანია Airbnb საიტიდან წაშლის შემოთავაზებებს ისრაელის იმ დასახლებებზე, რომლებიც იორდანიის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, საუბარია, დაახლოებით, 200 ბინაზე.
კომპანიის განცხადებით მიზეზი პალესტინა-ისრაელის კონფლიქტი და "დასავლეთ სანაპიროზე ოკუპირებული ტერიტორიებია".
ისრაელის ტურიზმის მინისტრმა Airbnb-ს გადაწყვეტილებას "სამარცხვინო კაპიტულაცია" და "ანტისემიტიზმი" უწოდა. მისივე თქმით, შეიმუშავებს რიგ საკითხებს, რათა ისრაელში კომპანიის მუშაობა შეიზღუდოს.
Airbnb-მა თავისი განცხადება უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის, Human Rights Watch-ის ანგარიშამდე ერთი დღით ადრე გამოაცხადა. ანგარიშში ისრაელის დასახლებებში კომპანიის მუშაობაზეა საუბარი. ორგანიზაციამ განაცხადა, რომ Airbnb-სგან ამ გადაწყვეტილებას ორი წელი ელოდნენ და მიესალმებიან მას.
საუბარია დასახლებებზე პალესტინის იმ ტერიტორიაზე, რომელიც ისრაელის კონტროლის ქვეშ 1967 წლის ექვსდღიანი ომის შემდეგ მოექცა. ბევრ ქვეყანას დღემდე მიაჩნია, რომ ისრაელს ეს ტერიტორია ოკუპირებული აქვს და დასახლებების მშენებლობას ეწინააღმდეგება.
დასახლებები ჩნდებოდა როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური მიზეზით. ამ ეტაპზე 140 დასახლებაში (რომელთაგან ზოგს ქალაქის სტატუსი აქვს), დაახლოებით, 600 ათასი ადამიანი ცხოვრობს.
გაეროს უშიშროების საბჭომ 2016 წლის 23 დეკემბერს მიიღო რეზოლუცია, რომელიც პალესტინის ტერიტორიაზე ისრაელის დასახლებების შექმნას აკრიტიკებს. საბჭოს 15 წევრიდან 14-მა რეზოლუციას მხარი დაუჭირა, ხოლო აშშ-მ, რომელიც ისრაელის მიმართ მსგავს საკითხებს ბლოკავს, თავი შეიკავა.
ისრაელმა რეზოლუციას სამარცხვინო უწოდა და განაცხადა, რომ რეზოლუციის მხარდამჭერი ქვეყნების წინააღმდეგ დიპლომატიურ ზომებს მიიღებდა.
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
კომენტარები